კლაარი: ევროკავშირს აქვს საკუთარი ინტერესები სამხრეთ კავკასიაში – ინტერესი მშვიდობიანი და აყვავებული კავკასიის მიმართ

0
128

ევროკავშირი “აქტიურად არის ჩართული აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესში ყველა დონეზე”, – განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

მისი თქმით, ევროკავშირის ჩართულობაზე მეტყველებს ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქმიანობა, რომელმაც ბრიუსელში ოთხი შეხვედრა გამართა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის.

კლაარმა ასევე აღნიშნა საკუთარ ძალისხმევაზე ამ მიმართულებით. რეგიონში ევროკავშირის აქტიურობის კიდევ ერთ მაჩვენებელად, კლაარი მიიჩნევს, რომ არის სადამკვირვებლო მისიის განლაგება სომხეთში აზერბაიჯანის საზღვართან.

„ევროკავშირს აქვს საკუთარი ინტერესები (სამხრეთ კავკასიაში). ეს რეგიონი ჩვენი მეზობელია, ამიტომ აშკარაა ინტერესი მშვიდობიანი და აყვავებული კავკასიის მიმართ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ კონფლიქტის მოგვარება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის“, – განაცხადა მან.

გიორგი არაბული