ინდოეთი რუსულ ნავთობზე უარს ამბობს

0
169

ინდოეთის მსხვილმა ქარხნებმა შეაჩერეს ნავთობის შესყიდვა რუსეთიგან ევროკავშირის ახალი სანქციების შემდეგ.

ამის შესახებ Bloomberg წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ქარხნებმა Indian Oil Corporation-მა და Bharat Petroleum Corporation Limited-მა უარი განაცხადეს რუსული ნავთობის პარტიების შეძენაზე 5 დეკემბრის შემდეგ მიწოდებით. სწორედ ამ დღეს შედის ძალაში რუსულ ნავთობზე ემბარგო.

წყაროების თქმით, ინდოეთის ქარხნები ელიან სიცხადეს სამომავლო სანქციებთან დაკავშირებით. ისინი წუხან შეზღუდვების დარღვევის გამო დასავლური სანქციების ქვეშ მოქცევაზე.

შეგახსენებთ, რომ ომის დაწყების შემდეგ ინდოეთმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი 30-ჯერ გაზარდა.

სანდრო პირველი