ილჰამ ალიევი: ჩვენ გავზრდით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობას 5 მილიონ ტონამდე

0
100

„ჩვენი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის ბევრი დიდი შესაძლებლობაა – ენერგორესურსები, სატრანსპორტო დერეფნები“, – მის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 75 პროცენტით გაიზარდა. ამ მიზნით წელს და მომავალ წელს აზერბაიჯანი დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს ამ პროექტში“. – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ყველა ინვესტიცია უკვე მზადაა და ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

„რადგან მსოფლიოში დიდი მოთხოვნილებაა კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანის, საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების მიმართულებით სატრანსპორტო მარშრუტრზე. როგორც გეოპოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, ისე ზოგადად ახალი სატრანსპორტო მარშრუტები მთელ მარშრუტზე მდებარე ქვეყნების ინტერესებს აკმაყოფილებს.

აქედან გამომდინარე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობის 5 მილიონ ტონამდე გაზრდა, ასევე ცენტრალური აზიიდან და მთლიანად აზიიდან გადაზიდული ტვირთის მოცულობის გაზრდა დასავლეთ და საპირისპირო მიმართულებით საქართველოს პორტების გამოყენებით, უკვე ქმნის ახალ რეალობას და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისათვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.