გაზისა და ნავთობის ჩანაცვლება – ომანი წყალბადის ამბიციური გეგმის შესახებ აცხადებს

0
220

ევროპაში ენერგეტიკული კრიზისისა და მთელ მსოფლიოში ენერგორესურსების ფასების ბოლო ზრდის ფონზე, ომანი გეგმავს გახდეს მწვანე წყალბადის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი. 2023 წლისთვის ქვეყანა ამ საწვავის 1 მილიონი ტონას წარმოებას აპირებს.

განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, 2050 წლისთვის გლობალური ენერგიის მოხმარების 12%-ს წყალბადი წარმოადენს.

თავად ომანი გეგმავს 2050 წლისთვის ნახშირბადის ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევას. ამისთვის ქვეყანაში სახელმწიფო კომპანია Hydrogen Oman (Hydrom) იქმნება, წერს The National Business.

”მომარაგების ჯაჭვის შეფერხება კოვიდისა და გლობალური ცვლილებების გამო, ხდის ომანს იდეალურ ადგილად რეალურად მთელი ინდუსტრიების შესაქმნელად, რომელიც ისარგებლებს მწვანე და დაბალი ნახშირბადის წყალბადით”, – თქვა კომპანიის მოქმედმა დირექტორმა, ფირას ალ-აბდავანი.

ომანმა უკვე გამოყო ორი ბლოკი სამხრეთ საპორტო ქალაქ დუქმში და კიდევ ოთხი ბლოკი სალალაში მწვანე წყალბადის პროექტების განვითარებისთვის.

6 ნოემბერს „ჰიდრომი“ გახსნის ღია ტენდერების პირველ ტურს, რათა 2023 წლისთვის პირველი მიწის ნაკვეთები გამოყოს თავისი გეგმის მისაღწევად.

გარდა ამისა, ომანის სახელმწიფო ინდუსტრიული ზონების ინსტიტუტი, უფრო ცნობილი როგორც Madayn, გაერთიანდა აშშ-ში დაფუძნებულ H2 Industries-თან, რათა ააშენონ ნარჩენების წყალბადის ქარხანა. პროექტი 1,4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ასეთი პროექტები შესაძლოა აქტუალური იყოს არა მხოლოდ სპარსეთის ყურის რეგიონისთვის, არამედ ევროპისთვისაც. ევროკავშირი ცდილობს შეამციროს დამოკიდებულება განახლებად ენერგიის წყაროებზე, რაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა რუსეთის მიერ პროვოცირებული გაზის კრიზისის დაწყების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ გერმანიამ უკვე გამოაცხადა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს ნორვეგიიდან წყალბადის მილსადენის მშენებლობაში.

ეს პროექტი მიზნად ისახავს ევროკავშირის გაზზე, ნახშირსა და ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებას ნორვეგიიდან წყალბადის იმპორტით და გერმანიაში წყალბადის ენერგიის განვითარებით.

სანდრო პირველი