ბიჭვინთაში მაღაზიიდან ხაშის კონსერვები ამოიღეს, რომელზეც საქართველოს დროშა და რუკა იყო გამოსახული

0
145

ბიჭვინთაში (პიცუნდა) მაღაზიიდან 38 ცალი კონსერვი “ხაში” ამოიღეს. ამის შესახებ თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი (SCC) იტყობინება, წერს „ეხო კავკაზი“.

საუბარია საქართველოს დროშის მქონე პროდუქტებსა და რუკაზე, რომელზეც აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაშია.

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოს მიხედვით, ხაშს არა საქართველოში, არამედ სტავროპოლის ტერიტორიაზე – ნოვოალექსანდროვსკის ხორცის გადამამუშავებელ ქარხანაში აწარმოებდნენ.

საბაჟო კომიტეტში აცხადებენ, რომ პროდუქცია აფხაზეთში მოქმედი “საბაჟო კანონმდებლობის” დარღვევით იქნა შემოტანილი. კონკრეტულად რა დაირღვა, არ ვრცელდება.

მაღაზიაში შემოწმება საბაჟო პუნქტ „ფსოუს“ კონტრაბანდისა და საბაჟო სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს.

ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ინფორმაციით, აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მასალები იურისდიქციაში გადაეცა საგამოძიებო და საბაჟო გამოძიების დეპარტამენტს.

გიორგი არაბული