ბაქო-სუფსის მილსადენით ექსპორტირებული ნავთობისთვის, აზერბაიჯანი უცხოური კომპანიებისგან წლიურად $14 მლნს მიიღებს

0
168

აზერბაიჯანის მიერ ბაქო-სუფსის მილსადენით ექსპორტირებული ნავთობისთვის უცხოური კომპანიები 14 მილიონ დოლარს გადაიხდიან წლიური ტარიფის სახით.

ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის ფონდში (SOFAR) აცხადებენ.

ფონდში აღინიშნა, რომ მითითებული ტარიფი შეიძლება განსხვავდებოდეს გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე.

ბაქო-სუფსის მილსადენით ექსპორტირებული ნავთობი, შავი ზღვის მილსადენით დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება ხდება ბორანით.

„ცნობილია, რომ ამჟამად უკრაინაში საომარი მდგომარეობა გავლენას ახდენს ბორნების მუშაობაზე. ეს იწვევს იმაზე ნაკლები ნავთობის ტრანსპორტირებას, ვიდრე აქ. შესაბამისად, ტარიფის საფასური იცვლება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე“, – აცხადებენ SOFAZ-ში.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, გუშინ, თბილისში ვიზიტისას, ბაქო-სუფსის მილსადენის გამოყენებაზე ისაუბრა.

„ამასობაში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს და კიდევ უფრო დაიტვირთება მილსადენი. ასევე, გვინდა გამოვიყენოთ ბაქო-სუფსის ტერმინალი. ვიცი, რომ ახლა ეს არ არის ქმედით მდგომარეობაში, მაგრამ გვინდა რომ დავტვირთოთ ეს არხიც“, – განაცხადა ალიევმა.

ბაქო-სუფსას მილსადენის სიგრძე 830 კილომეტრია და ის 1999 წელს ამოქმედდა. 2021 წელს მისი მეშვეობით 4.2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადაზიდვა მოხდა. მას საერთაშორისო კომპანიებისგან შემდგარი კონსორციუმი ფლობს.

ეს კომპანიებია – BP (30.4%); SOCAR (25%); MOL (9.6%); INPEX (9.3%); Equinor (7.3%); ExxonMobil (6.8%); TPAO (5.7%); ITOCHU (3.6%); ONGC Videsh Limited (2.31%)

ბაქო-სუფსას მილსადენის ოპერატორია BP-ი.

2022 წლის მარტში ბაქო-სუფსას მილსადენით 0.2 მილიონ ტონამდე გატარდა, აპრილში 0.1 მილიონამდე, მაისში კი 0-მდე შემცირდა.

სანდრო პირველი