რუსეთი ნავთობის „ჩრდილოვან ფლოტს“ ქმნის

0
163

რუსეთი ქმნის ნავთობის ტანკერების „ჩრდილოვან ფლოტს“ უცნობი მფლობელებით, იტყობინება Bloomberg ექსპერტებზე დაყრდნობით.

აღნიშნულია, რომ მოვლენები ვითარდება რუსეთის ნავთობის მიწოდებაზე ევროკავშირის ემბარგოს გარდაუვალი ძალაში შესვლის ფონზე.

„თუ დააკვირდებით რამდენი ხომალდი გაიყიდა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უცნობ მყიდველებზე, ცხადი გახდება, რომ შენდება ფლოტი მათ გადასატანად“, – თქვა კრისტიან ინგერსლევმა, Maersk Tankers-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

გადაზიდვის ბროკერი Braemar თვლის, რომ რუსეთს დასჭირდება 240 ხომალდი, რომლებიც ადრე გამოიყენებოდა ირანის და ვენესუელის ნავთობის ტრანსპორტირებისთვის.

თუმცა, მისი აზრით, ეს რაოდენობა კი არ იქნება საკმარისი აზიის ბაზრებზე დღეში 4 მილიონი ბარელის დონის ექსპორტის მხარდასაჭერად.

გიორგი არაბული