რიში სუნაკი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ხდება

0
181

დიდი ბრიტანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, რიში სუნაკი გახდა ქვეყნის შემდეგი პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ, რაც ერთადერთი კონკურენტი, პენი მორდაუნტი, გამოეთიშა საპრემიერო რბოლას, წერს CNN.

მანამდე ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კონსერვატორების ლიდერისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე არ აპირებს კენჭის ყრას.