ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლების შესახებ აცხადებს

0
1052

ევროკავშირი დღეს საბოლოოდ გახდა დამოუკიდებელი რუსეთის ფედერაციისგან ბუნებრივი აირის მიწოდებისგან. ამის შესახებ ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში, ტიერი ბრეტონმა ფრანგულ რადიო RTL-თან საუბრისას განაცხადა.

„დღეს ჩვენ მთლიანად გავემიჯნეთ რუსულ გაზს… 40%-ზე ვიყავით დამოკიდებული, ახლა კი მხოლოდ 7%-ზე“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, რუსეთმა შეწყვიტა ევროპისთვის საიმედო პარტნიორობა, ამიტომ 155 მილიარდი კუბური მეტრი სხვა წყაროებიდან უნდა შეიცვალოს.

გარდა ამისა, როგორც მან განაცხადა, გაზზე ფასების ვარდნა გაგრძელდება.

„როგორც კი ეს განცხადება გაკეთდა (ფასზე შეთანხმების შესახებ), გაზის ფასი 10%-ით დაეცა. ახლა ჩვენ გვაქვს 67 ევრო მეგავატ/საათში, ამ ზაფხულს 300 ევროსთან შედარებით. დიახ, ფასები ეცემა და კვლავაც დაეცემა“, – დასძინა ბრეტონმა.

ეკა უკლება