ალიევი: ვაპირებთ ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას, მარშრუტი გაივლის საქართველოს

0
137

“აზერბაიჯანი აპირებს, ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და რა თქმა უნდა, ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ახალი პროექტები ასევე ითვალისწინებს ელექტრონერგიის მიმართულებით პროექტების განხორციელებას და ინიციატივებს. აზერბაიჯანი აპირებს, ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და რა თქმა უნდა, ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს.

10 გეგავატი არის ჩვენი შესაძლებლობები განახლებადი ენერგიის კუთხით და კასპიის ზღვის გავლით გვაქვს საშუალება 157 გეგავატი გავიტანოთ ექსპორტზე. ეს არის საერთაშორისო გათვლებით და პროგნოზებით დადგენილი მაჩვენებელი.

მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ახალი სამიზნე ორიენტირი, რათა ელექტრონერგია გავიტანოთ ექსპორტზე და როგორც სხვა მიმართულებებით, მიგვაჩნია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანმშრომლებენ ამ მიმართულებითაც და საერთო ჯამში გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი, კეთილდღეობა, ენერგოდერეფნების პოტენციალი”, – განაცხადა ალიევმა.