LG-მ წარმოების რუსეთიდან გადატანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო

0
190

საყოფაცხოვრებო ტექნიკის სამხრეთ კორეული მწარმოებელი LG Electronics არ გეგმავს წარმოების რუსეთიდან გადატანას.

ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, წერს რუსული მედია.

„ახლა ქარხნის გადატანა არ განიხილება. არანაირად არ შეესაბამება რეალობას“, – აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ LG წარმოებას რუსეთიდან ყაზახეთში ან უზბეკეთში გადაიტანდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსული განყოფილების ტოპ-მენეჯერები უკვე გადავიდნენ უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში.

ეკა უკლება