ახალი სახელმძღვანელო – მსოფლიოს მოკლე ეკონომიკური ისტორია, პალეოლითის ეპოქიდან დღევანდელობამდე

0
138

მალე – ახალი სახელმძღვანელო: მსოფლიოს მოკლე ეკონომიკური ისტორია – პალეოლითის ეპოქიდან დღევანდელობამდე

ავტორები ლარი ნილი (ილინოისის უნივერსიტეტი) და რონდო კემერონი (ემორის უნივერსიტეტი)

ოქსფორდის უნივერსიტეტის გამოცემა – ავტორიზებული თარგმანი

ქართული გამოცემის სამეცნიერო და მთავარი რედაქტორია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტრორი, პროფესორი ავთანდილ სილაგაძე

„ეკონომიკის ისტორიის პრობლემების შესწავლას თავიდანვე დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა – აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა და პროფესორმა ფილიპე გოგიჩაიშვილმა, ასევე, სახალხო მეურნეობისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის პირველმა ხელმძღვანელებმა – პროფესორებმა სერგი ბერა¬ძემ და ვალერიან ადვაძემ, აკადემიკოსებმა პაატა გუგუშვილმა და ვასილ ჩანტლაძემ და მრავალმა სხვა გამოჩენილმა ლექტორმა-მკვლევარმა.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში სხვადასხვა საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამები¬დან ამოღებულია სასწავლო კურსი – ეკონომიკური ისტორია. სასიამოვნოა აღინიშნოს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროგრამებში უკვე გათვალისწინებულია ამ ხარვეზის აღმოფხვრა. ამ სასი¬კეთო ინიციატივას კი, უდავოდ, ხელს შეუწყობს წინამდებარე ნაშრომის ქართულ ენაზე გამოცემა“, – წერს აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე.

რატომ არ არის განვითარებული მთელი მსოფლიო? ეს საკითხი კაცობრიობას ათასწლეულების მანძილზე, და განსაკუთრებით, ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში აწუხებდა, როდესაც ევროპის ეკონომიკური მაჩვენებლები დანარჩენ მსოფლიოსთან კავშირში აღარ იყო…

ბოლოს და ბოლოს, თუ ზოგი ქვეყანა მდიდარია და ზოგი – ღარიბი, რატომ არ იყენებენ ღარიბები იმ მეთოდებსა და პოლიტიკურ კურსს, რომლებმაც სხვები გაამდი¬დრა?..

ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე მსჯელობას გაეცნობიან  სტუდენტები ახალ გამოცემაში, რომელიც, უდავოდ, საინტერესო იქნება მსოფლიოს ეკონომიკური (და არამხოლოდ) ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის.