Wizz Air: აქტიურად ვმუშაობთ საქართველოდან ფრენების სიხშირეების გაზრდაზე

0
199

Wizz Air-ის თანადამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ჯოზეფ ვარადის განცხადებით, ავიაკომპანია აქტიურად მუშაობს საქართველოდან ფრენების სიხშირეების გაზრდაზე.

მისი განმარტებით, კომპანიის განვითარების შესაბამისად, იგეგმება როგორც სიხშირეების ზრდა, ისე ახალი მიმართულებით მარშრუტების დამატება.

ჯოზეფ ვარადი, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდა. მან მინისტრთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ კოვიდ-პანდემიის გამო გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ, ავიაკომპანია აქტიურად განაგრძობს აღდგენას, განსაკუთრებით, პრიორიტეტულ ბაზრებზე, რომელთა შორის საქართველოცაა.

შეგახსენებთ, Wizz Air-ი საქართველოში 10 წელია ოპერირებს. მას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2 ბაზირებული ხომალდი ჰყავს. ამ ეტაპზე ავიაკომპანია ქუთაისიდან 14 ქვეყნის 22 მიმართულებით დაფრინავს.