LG რუსეთს ტოვებს და წარმოება ცენტრალურ აზიაში გადააქვს

0
144

LG ემზადება რუსეთში ქარხნის დახურვისთვის და წარმოების უზბეკეთში ან ყაზახეთში გადატანას, წერს რუსული მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსული განყოფილების ტოპ-მენეჯერები უკვე გადავიდნენ უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში.

წყაროები ცალსახად ვერ ამბობენ, სად გადავა კომპანია: ყაზახეთში თუ უზბეკეთში. მენეჯმენტი კვლავ განიხილავს ამ ვარიანტებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

ყაზახეთში უკვე იყო LG ქარხანა, ის 1998 წლიდან ფუნქციონირებდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ დაიხურა.

ყაზახეთის ოფიციალურმა პირებმა სამხრეთ კორეულ კომპანიას ახალი საწარმოო ობიექტის გახსნა შესთავაზეს.

თავის მხრივ, უზბეკეთში LG-ს შეუძლია გამოიყენოს ადგილობრივი მწარმოებელი Artel-ის წარმოების შესაძლებლობები.

გიორგი არაბული