საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად, გერმანიის მთავრობა 27 მილიონ ევროს გამოყოფს

0
159

დღეს საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ,,ეკონომიკის სტაბილიზაცია ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდაჭერით,“ რომლის მიხედვით საქართველოს 27 მილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტის მხარდამჭერი ფინანსური რესურსი გამოეყოფა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორმა ბირგიტ ჰოლდერიდ კრესმა.ღონისძიებას დაესწრო გერმანიის ფედერაციული რესბუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი.

მათივე ცნობით, შეთანხმება გულისხმობს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მეხუთე ფაზის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერას.

ამ შეთანხმებით საქართველოს მთავრობა გააგრძელებს განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტურობისა და ბაზარზე ორიენტირებული ელექტროენერგიის პოტენციალის რეალიზებას.