მობილიზაციის გამო, რუსებმა ბანკებიდან მილიარდობით დოლარი გამოიტანეს

0
8832

სექტემბერში რუსებმა ბანკებიდან 7,5 მილიარდი დოლარი გამოიტანეს. ცენტრალური ბანკი ამას მობილიზაციის გამოცხადებას უკავშირებს, წერს “ამერიკის ხმა”.

მარეგულირებლის ინფორმაციით, ძირითადი გადინება თვის მეორე ნახევარში დაფიქსირდა, როცა მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნიდან გასული ადამიანების რიცხვი გაიზარდა.

ბევრმა ასეთმა ადამიანმა წასვლის წინ ბანკებიდან ამოიღო მთელი დანაზოგი.

სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ რუსებს საზღვარგარეთ მხოლოდ ნაღდი ფულის გამოყენება შეუძლიათ.

სანქციების დაწესების შემდეგ საზღვარგარეთ რუსული ბარათები არ მუშაობს.

ეკა უკლება