სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 375,615,194 აშშ დოლარი შეადგინა

0
100

მიმდინარე წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 375,615,194 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს +17.9%-ით აჭარბებს (+56,982,269 აშშ დოლარი).

სტატისტიკურ მონაცემებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 2022 წლის სექტემბრის თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიის შემდეგ 2019 წლის მაჩვენებელს უკვე მესამედ გადააჭარბა.

„2021 წლის სექტემბრის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 213,752,443 (+132.1%) აშშ დოლარით.

ტურისტული ნაკადების გაზრდის შედეგად, 2022 წლის იანვარი-სექტემბრის თვეში, საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) საქართველომ 2.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 97.5%-ით აღდგენაა.

2021 წლის იანვარი-სექტემბრის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +1,651,528,684 (+190.8%) აშშ დოლარით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.