საპოლიციო გამოსახლების გაუქმება თავიდანვე შეცდომა იყო – ნიკა ნანუაშვილი

0
146

„ჩვენ საპოლიციო გამოსახლების გაუქმების წინააღმდეგი თავიდანვე ვიყავით“ – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ბიზნეს ასოციაციის იურიდიულმა დირექტორმა ნიკა ნანუაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, დღეს  ცალსახად დადასტურდა, რომ საპოლიციო გამოსახლების გაუქმება შეცდომა იყო, რადგან ერთადერთი მოცემულობა რაც საზოგადოება მიიღო არის ის, რომ ადამიანები ვერ ახერხებენ დამქირავებლების ქირის არ გადახდის შემთხვევაში ბინიდან გაშვებას.

„ადამიანის უფლებაა, რომ მან საკუთარი საკუთრებით შეუფერხებლად ისარგებლოს.  მაშინაც  კი როდესაც  საპოლიციო გამოსახლების წესი მოქმედებდა,  ეს წესი შეეხებოდა არა იმ შემთხვევებს როდესაც ადამიანს საკუთარი ქონებიდან ასახლებდნენ, არამედ ეს წესი შეეხებოდა იმ  შემთხვევებს, როდესაც ადამიანებს, რომლებიც შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იყვნენ სხვის საკუთრებაში, ასაღებდნენ  სხვისი საკუთრებიდან.

ეს საშუალებას იძლეოდა, რომ საკუთრების უფლების დაცვა მესაკუთრეებს მოეხდინათ  ზედმეტი დროის და დანახარჯების, ანუ სასამართლო პროცესის გარეშე. დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც მესაკუთრეებს უწევს  1, 2  და მესამე სასამართლო ინსტანციაში  დავა, რაც 2-3 წლის განმავლობაში გრძელდება, ვიდრე ისინი შეძლებენ  დაიცვან  თავიანთი  საკუთრების  უფლება ეფექტურად“, –  აღნიშნა ნიკა ნანუაშვილმა.

ნანუაშვილის თქმით, ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური რუსეთის მიერ მობილიზაციის და საქართველოში გამოქცევის შემდეგ  გახდა. მისივე განმარტებით, მობილიზაციას გამოქცეული რუსი, 2-3 წლის მერე სასამართლოს მესაკუთრეს სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაშიც ვერ იქნება ზარალის გადამხდელუნარიანი, რადგან მათ ამის არანაირი ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ.

„ყველა სექტორის და სფეროს წარმომადგენელმა შეიძლება რომ დაუშვას შეცდომა, მაგრამ ამის გამო ჩვენ გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა  შევწყვიტოთ. ჩვენ ეფექტურობას განსაზღვრავს ის თუ რამდენად სწრაფად და რამდენად ადეკვატურად  ვრეაგირებთ, როდესაც ვხედავთ  რომ რაღაც შეცდომაა დაშვებული, აქედან გამომდინარე დღეს ყველა ნათლად ვხედავთ, რომ გამოსახლების წესის გაუქმებაში რაღაც შეცდომა იყო დაშვებული და ეს შეცდომა უნდა გამოვასწროთ ძალიან სწრაფად, მითუმეტეს ამის გამოსწორებას დიდი დროს არ სჭირდება და არც რისკებს არ  შეიცავს.

იმ ეტაპისთვისაც კი როდესაც  გამოსახლებაზე საუბრობდნენ  ბანკების და საბანკო სესხების ჭრილში, ბანკების მიერ  გამოსახლებულთა რაოდენობა 5%-ს არ აღემატებოდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ  მანიპულაციურ  არგუმენტზე, მათ შორის იყო ფაქტებით მანუპულციაც. მაგათისთვის ჩვენ  შეგვიძლია მოვამზადოთ სიუჟეტი, სადაც გამოსახლების პროცედურაა ასახული ამ  სიუჟეტის განზოგადების  ფონზე შეგვიძლია  წარმოვადგინოთ ისე, რომ თითქოს ბანკები მიადგნენ ადამიანებს და ასახლებენ, მაგრამ  დღეს ვუყურებთ სიტუაციას რომ არაერთ  ადამიანი  საუბრობს, რომ მან საკუთარი ქონებიდან, ვერ  გამოასახლა დამქირავებელი, რომელიც არ იხდის ქირას. ამ ადამიანების ინტერესები  არაფრით არ  არის იმ კონკრეტული ადამიანების ინტერესზე მეტი რომლებიც  სიუჟეტში მოხდა“- აღნიშნა ნიკა ნანუაშვილმა.

ნანუაშვილის თქმით, რა საკვირველია დიდი პრობლემაა, როდესაც ადამიანები გადახდის უუნაროები ხდებიან სესხის მიმართ და სანაცვლოდ თავიანთი ქონების  დათმობა უწევთ, თუმცა თუ გამოსახლება  შეიზღუდება, მაშინ  ნანუაშვილი ვარაუდობს , რომ სხვა  სესხის  გადამხდელიც იმავეს იზამ, რაც არასწორია.

„მე  საპოლიციო გამოსახლებას დავაბრუნებდი, იქ  შეიძლება რაღაც  კორექტირებები შევიდეს, მაგრამ ეს დაბრუნებული უნდა იყოს, რაზეც როგორც  საზოგადოების, ასევე პროფესიული წრეების წარმომადგენლებიც  ვთანხმდებით“, – აღნიშნა ნიკა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის: საკუთრებიდან საპოლიციო გამოსახლება 2015 წლიდან აღარ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ პირმა, რომელმაც ბინა იქირავა და თანხას ვერ ან არ იხდის, გამქირავებელმა პოლიციის ნაცვლად სასამართლოს უნდა მიმართოს.

commersant.ge