რუსეთს თურქეთში, შავი ზღვის სანაპიროზე, ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება სურს

0
175

რუსულმა კომპანია Rosatom-მა თურქულ მხარესთან თურქეთის შავი ზღვის რეგიონში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

ამის შესახებ სახელმწიფო კორპორაციის ხელმძღვანელმა, ალექსეი ლიხაჩოვმა განაცხადა, წერს რუსული მედია.

„ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები ჩვენს თურქ ბიზნეს პარტნიორებთან მიდგომების ჩამოყალიბებაზე ტექნოლოგიური ალიანსების, საინვესტიციო პოლიტიკისა და თურქეთის ენერგეტიკული ბაზრის ფორმირების კუთხით, დიდი ატომური ელექტროსადგურის მომავალი არსებობის გათვალისწინებით,” – მან თქვა.

Rosatom-ის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შესთავაზა რუსული კომპანიის ჩართვა შავი ზღვის სანაპიროზე ქალაქ სინოპთან ახლოს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში.

გიორგი არაბული