ოქტომბერი საწვავზე ფასის კლების თვალსაზრისით გამორჩეული იქნება – ირაკლი ლექვინაძე

0
146

„აგვისტოდან ბაზარზე კლების პროცესი შეინიშნება, კომპანიებიც ცდილობენ, რომ საწვავი იაფი წყაროებიდან შემოიტანონ, რადგან  მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა სწორედ იაფი საწვავია“ –  ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ ეთერში, „კომერსანტის დილა“  კონკურენციის სააგანეტოს ხელმძღვანელმა ირაკლი  ლექვინაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, აგვისტოში ყველა ტიპის საწვავზე 40-50 თეთრიანი კლება იყო. ტენდენცია სექტემბერშიც გაგრძელდა და 30-40 თეთრიანი კლება შეინიშნებოდა. ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, ფასების კლებით ოქტომბერიც გამორჩეულია და ყველა  ტიპის საწვავზე  5-7 თეთრიანი კლება გაქვს.

„ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ გავლენის ფაქტორები არის შემდეგი, ერთი, რომ საერთაშორისო ბირჟებზეც ნავთობის ფასიც  მეტნაკლებად სტაბილურია და 58-93 დოლარის არეალში მერყეობს. მაგალითად ბრენდის ტიპის ნავთობი და ადგილობრივი კურსი  აჩვენებს მნიშვნელოვან სტაბილურობას, ანუ  2,85 – 2,75-ს, რაც საქართველოში ფასების კლების ტენდენციას განაპირობებს.

თუმცა მე მინდა ავღნიშნო ისიც, რომ მას შემდეგ რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაცია ბაზარზე ვითარების გარკვევასთან დაკავშირებით და  ის, რომ მოკვლევა დავიწყეთ, გახდა იმის საფუძველი, რომ მსხვილ კომპანიებს შორის კონკურენციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ამას ჩვენ ვაკვირდებით შემდეგნაირად, მაგალითად თუ აგვისტომდე ერთი და იგივე ტიპის საწვავზე იყო სხვადასხვა მსხვილ კომპანიებს უმნიშვნელო ფასთა  შორის  სხვაობები, დღეს ეს  სოლიდური ფასთა შორის  სხვაობებია.  ჩვენ დღეს  ფართო  არეალს  ვხედავთ. კონკრეტული ტიპის საწვავზე ფასები შესაძლოა 30 თეთრითაც კი განსხვავდებოდეს.

აგვისტომდე, მცირე და მსხვილ კომპანიებს შორის იყო მნიშვნელოვანი სხვაობა ერთი და იგივე ტიპის საწვავზე. დღეს ეს სხვაობა შემცირებულია  და მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს კონკურენცია უფრო აქტიურია ვიდრე ამ პერიოდამდე იყო.

თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ  მოკვლევის პროცესს 2022 წლის 7 თვიან პერიოდთან მიმართებაში, თუ  რა  მოხდა მაშინ და რამდენად  იყო  ეს კონკურენციის კანონმდებლობასთან თავსებადი და მიმდინარე რეჟიმშიც. აქტიურად ვაკვირდებით პროცესებს, თუ რამდენად ხდება საცალო ბაზარზე გაიაფებული იმპორტის ასახვა“, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ გარე ბაზრებზე ფასების და კურსის სტაბილურობა გაგრძელდება და  ოქტომბერი კლების თვალსაზრისით იქნება გამორჩეული.

ლექვინაძემ ასევე აღნიშნა, რომ 2022 წელს ბევრი  ფაქტორიდან გამომდინარე რუსეთი ყველაზე იაფი საწვავის წყაროა და  შესაბამისად, იმპორტში მისი წილი 40%-ია. თუმცა ლექვინაძის  თქმით, ეს  შეიძლება ნებისმიერ  დროს  შეიცვალოს.

commersant.ge