დიდი ფარმაცევტული კომპანია რუსეთს ტოვებს

0
117

2022 წლის ბოლოსთვის პირველი მსხვილი ფარმაცევტული კომპანია, ფინური Orion Pharma, დატოვებს რუსეთს. რუსული მედიის ინფორმაციით, კომპანიამ დაიწყო ბიზნესის ლიკვიდაცია.

კომპანიამ 90-ე ადგილი დაიკავა რუსეთის უმსხვილეს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის. ის ქვეყანაში დაახლოებით 15 წელი მუშაობდა. 2021 წელს OR-ის შემოსავალმა შეადგინა 4,7 მილიარდი რუბლი, ზრდა 45%.

ფინური კომპანიისთვის რუსეთი ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია. მას აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთში გლობალური გაყიდვების მხოლოდ 17%, ანუ 44 მილიონი ევრო ეკავა.

კომპანია ეწეოდა წამლის „მეტიპრედის“ წარმოებას, რომელიც გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის, ბრონქული ასთმის, კიბოსა და ჰეპატიტის სამკურნალოდ. მარტიდან OR-მა შეაჩერა მეტპრედის შეფუთვა რუსულ საიტზე Pharmacor Production.

„ორიონ ფარმას“ რუსეთის ბაზრიდან გასვლა იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც უცხოური ფარმაცევტული კომპანია ტოვებს რუსეთს.

ეკა უკლება