ჩინეთმა გაზის მოცულობა გაზარდა – საბადოს დამატებითი მარაგი უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ევროკავშირის წლიური მოხმარება

0
153

ჩინეთში, ახალმა ბურღვითმა სამუშაოებმა აჩვენა დამატებითი რეზერვები ქვეყნის ტერიტორიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, 387 მილიარდ კუბური მეტრის მოცულობის. ეს ოდნავ მეტია, ვიდრე წლიური მოხმარება ევროკავშირში.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა კომპანია Sinopec-მა ახალი ჭაბურღილის წყალობით გაზარდა საბადოს მარაგი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის რეგიონში.

დამატებითი მოცულობა 387 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, იტყობინება გამოცემა Beijing Daily.

თავად ჭაბურღილში გაზის შემოდინება 258 ათასი კუბური მეტრია, განმარტავს გამოცემა.

გუო ტონგლუმ, Sinopec-ის სამხრეთ-დასავლეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ღონისძიებას უწოდა გარღვევა, რომელიც გაზრდის მთელ წარმოებას.

როგორც ცნობილია, ჩინეთი გაზის 45%-ის იმპორტს ახორციელებს. მიუხედავად ამისა, ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები ჯერ არ აპირებენ ნახშირწყალბადების წარმოების სწრაფ გაზრდას.

სანდრო პირველი