პაკისტანი მზადაა რუსული საწვავი და ხორბალი შეისყიდოს

0
99

პაკისტანი მზად არის იყიდოს რუსული საწვავი იმ ფასად, რომელსაც რუსეთი ინდოეთს სთავაზობს. ამის შესახებ პაკისტანის ფინანსთა მინისტრმა, იშაკ დარმა შეერთებულ შტატებში ვიზიტისას განაცხადა, იუწყება NDTV.

მინისტრმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში ყოფნის ოთხი დღის განმავლობაში მან 58 შეხვედრა გამართა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, აშშ-ის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების ხელმძღვანელებთან.

ისლამაბადი იმედოვნებს, რომ დასავლეთი არ შეეწინააღმდეგება მსგავს მიწოდებას იმ ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რომელიც შეიქმნა პაკისტანში კატასტროფული წყალდიდობის შემდეგ, განაცხადა ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

ამასთან, პაკისტანი რუსეთიდან ხორბლის შეძენას აპირებს. ამ საკითხს უკვე განიხილავენ ტექნიკური ექსპერტები, განაცხადა მანამდე პაკისტანის ელჩმა მოსკოვში, შაფკატ ალი ხანმა TASS-თან ინტერვიუში.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისლამაბადი რუსეთს სურსათის მიწოდების გრძელვადიან, სტაბილურ პარტნიორად განიხილავს.

გიორგი არაბული