ლაშა ხუციშვილი Citi Bank-ის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

0
140

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი Citi Bank-ის რეგიონულ დირექტორს, ემრე კარტერს და ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში Citi bank-ის ხელმძღვანელს, ჯეისონ ზულოს შეხვდა.

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი.

განიხილეს ქვეყნის საინვესტიციო გარემო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივა.

მინისტრმა Citi Bank-ის წარმომადგენლებს გააცნო ეკონომიკაში არსებული ვითარება, 2023 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე შეთანხმდნენ.