„თიბისის“ მხარდაჭრით თბილისში პირველი სპორტული ფესტივალი SPORT FEST-ი გაიმართება

0
111

„თიბისის“ მხარდაჭერით 22-23 ოქტომბერს, დედა ენის ბაღში SPORT FEST-ი ჩატარდება. ინფორმაციას „თიბისი ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს არის პირველი სპორტული ფესტივალი თბილისში, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობას, სპორტულ დაწესებულებებს, სპორტთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს, სპორტით დაინტერესებულ პირებს, მოყვარულებს, პროფესიონალებს, ბავშვებსა და მოზარდებს ერთ სივრცეში გააერთიანებს.

„თიბისისთვის“ ახალი თაობის გაძლიერება პრიორიტეტულია და მათ ხელს მუდმივად უწყობს, რომ სხვადასხვა მიმართულებით საკუთარი შესაძლებლობები აღმოაჩინონ და განავითარონ. „თიბისი“ SPORT FEST-ის მხარდაჭერით, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ სპორტის სახეობებს, გაატარონ შაბათ-კვირა ღია სივრცეში და მრავალფეროვანი აქტივობებით დაკავდნენ.

ფესტივალის სტუმრებს რამდენიმე სივრცე დახვდებათ:

  • კლასიკური სპორტი
  • ურბანული და ოფროუდ სპორტი
  • სპორტული არენა ცნობილ სპიკერებთან ერთად
  • საბავშვო ზონა
  • საპიკნიკე ზონა
  • სწრაფი კვების ზონა

„ღონისძიება მიზნად ახალი ტრენდების შექმნას და სპორტული, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს. ფესტივალი საშუალებას იძლევა შენთვის ახალი, საინტერესო და აქამდე უცნობი სპორტის სახეობა აღმოაჩინო, შეხვდე სპორტსმენებს და დაკავდე სხვადასხვა სპორტული აქტივობით მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.

„თიბისისთვის“ მნიშვნელოვანია ახალი თაობის მხარდაჭერა. არსებობის 30 წლის მანძილზე „თიბისი“ მრავალი ისეთი პროექტის ავტორი, მხარდამჭერი, დამფინანსებელი და თანამოაზრე გახდა, რომელიც ახალი თაობის გაძლიერებას ემსახურებოდა. „თიბისი“ ახალგაზრდების მეგობარია და სწორედ ამ მიზნით მხარს უჭერს SPORT FEST-ს, რომელიც ახალ თაობას საშუალებას აძლევს, საკუთარი თავი აღმოაჩინოს და სპორტის სხვადასხვა სახეობაში განვითარდეს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.