ერდოღანმა დაადასტურა – თურქეთში გაზის საერთაშორისო ჰაბი შეიქმნება, ევროპა გაზს თურქეთს შეუკვეთავს

0
185

თურქეთში რუსული გაზის ევროპისთვის მიწოდების საერთაშორისო ჰაბი შეიქმნება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ევროპა ახლა დაკავებულია კითხვით, როგორ უზრუნველყოს სითბო მომავალ ზამთარში. ჩვენ არ გვაქვს ასეთი პრობლემა.

ვლადიმირ პუტინთან შევთანხმდით ჩვენს ქვეყანაში გაზის ჰაბის შექმნაზე, რომლის მეშვეობითაც, როგორც თავად ამბობს, ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდება იქნება შესაძლებელი. ამგვარად, ევროპა შეუკვეთავს გაზს თურქეთს“, – განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, პარლამენტში მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ფრაქციის შეხვედრაზე.

ეკა უკლება