ევროპაში გაზის ფასი 1 000 კუბურ მეტრზე $1 100-მდე დაეცა

0
170

პირველად 15 ივნისის შემდეგ, ევროპაში გაზის ფასი, 18 ოქტომბერს გამართულ აუქციონზე 1000 კუბურ მეტრზე $1100-მდე დაეცა.

ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება ნიდერლანდებში TTF ჰაბში შემცირდა $1090.5-მდე 1000 კუბურ მეტრზე.

გაზის ღირებულების მთლიანი შემცირება თითქმის 16%-ია. 19:30 საათისთვის ფასი 1150 დოლარის ზონას დაუბრუნდა.

ეკა უკლება