ნავთობის ამერიკული კორპორაცია ExxonMobil-ი რუსეთს ტოვებს

0
114

ამერიკულმა ნავთობის კორპორაციამ ExxonMobil-მა გამოაცხადა რუსეთიდან გასვლის შესახებ, სადაც ის იყო “სახალინ-1” ნავთობისა და გაზის პროექტის ოპერატორი, წერს რუსული მედია.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსული ოპერატორის “სახალინ-1”-ის შექმნის შესახებ, რომლის მიხედვითაც არსებული ოპერატორი Exxon Neftegas Limited-ის ყველა უფლება და ვალდებულება გადაეცემა.

“სახალინ-1”-ის უკვე ყოფილმა ოპერატორმა Exxon-მა, რომლის წილიც 30%-ს შეადგენდა, მარტში გამოაცხადა რუსეთის დატოვების გეგმები შესახებ, ომის დაწყების შემდეგ.

აპრილის ბოლოს პროექტზე წარმოება შემცირდა, მაისში კი შეჩერდა. ზოგიერთი ცნობით, ეს მოხდა Exxon-ის მიერ Sovcomflot-ის ტანკერებისთვის ნავთობის გადაზიდვაზე უარის გამო.

გიორგი არაბული