თურქეთი სასტუმროში განსახლების გადასახადს აწესებს

0
112

თურქეთი სასტუმროში განსახლების გადასახადს აწესებს

თურქეთში 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც სასტუმროებში, სასტუმროს ტიპის სახლებსა და სხვა ტურისტულ განსახლების ობიექტებში განთავსებაზე გადასახადი დაწესდება.

კანონის ძალაში 2 წლის უკან უნდა შესულიყო, თუმცა გადაიდო.

ასე რომ, 2023 წლის 1 იანვრიდან სასტუმროები, მოტელები, სასტუმრო სახლები, დასასვენებელი სოფლები, პანსიონატები, აპარტ-სასტუმროები, თერმული კურორტები, ბანაკები გადაიხდიან ყველა მომსახურების ღირებულების 2%-ს.

თურქეთის პრეზიდენტს ექნება უფლება ამ ფარგლებში შეამციროს ან გაზარდოს გადასახადის განაკვეთი.

გიორგი არაბული