თიბისის მხარდაჭერით სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება

0
96

სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 60-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 20 გუნდი, რომელიც მომდევნო 12 კვირის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე.

შერჩეული სტარტაპები:

  • Base2 – მობილური თავსატეხი (ფაზლ) თამაში, რომელიც ეხმარება მოთამაშეებს პროგრამირების საფუძვლების შესწავლაში.
  • Cartune – ონლაინ პლატფრომა, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას ავტომობილის მძღოლებსა და ხელოსნებს შორის.
  • Carusell – მანქანების ყიდვა/გაყიდვის ონლაინ პლატფორმა.
  • DiFlex – ქლაუდზე დაფუძნებული კონტაქტ ცენტრის პროგრამული გადაწყვეტა, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს AI-ს გამოყენებით გამავალი სატელეფონო, SMS, IVR კამპანიები თუ კვლევები გახადონ მოქნილი, ორგანიზებული და ეკონომიური.
  • e-Consul – მოგზაურების ციფრული სივრცე, რომელიც აერთიანებს ყველა სამოგზაურო ინფორმაციას და ახდენს სავიზო აპლიკაციების შევსების ავტომატიზაციას.
  • Edutech – ტექ.ტალანტების დასაქმების პლატფორმა.
  • Georgian Wine Club – პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ღვინის შერჩევის პროცესის სრულ ავტომატიზებას და მომხმარებელისთვის მორგებული პროდუქციის ადგილზე მიწოდებას.
  • Happykids – საბავშვო პროდუქციის ონლაინ პლატფორმა (მარკეტფლეისი).
  • Lopus Electronics – ელექტროინჟინერიის დისტანციურად შესწავლის ვებ.პლატფორმა და მობილური აპლიკაცია.
  • MLbee – ვებ.პლატფორმა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ეხმარება კომპანიებს გადაჭრან ანალიტიკური ბიზნესპრობლემები ავტომატიზებულად.
  • Nebula – პლატფორმა, რომელიც სასწავლო ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნის ზოგადი განათლების საგნების სასწავლო კურსებს. Nebula.ge ეხმარება მასწავლებლებს სწავლებაში, ხოლო მოსწავლეებს სწავლაში.
  • RenZ – ინდუსტრიული და აგრო ტექნიკის გაზიარება/გაქირავების პლატფორმა.
  • SOS Auto – ევაკუატორისა და ავტოასისტანსის გამოძახების ვებ.პლატფორმა და მობილური აპლიკაცია.
  • Sprenty – კერძო სპორტული ობიექტების ონლაინ დაჯავშნისა და სპორტული აქსესუარების გაქირავების პლატფორმა.
  • Tao Technology – მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული ვებ.აპლიკაციის ფაიერვოლი, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესებისთვის.
  • Tradetkt – სხვადასხვა ღონისძიებისა თუ აქტივობის ბილეთების გაყიდვა/გადაცვლის უსაფრთხო და კომფორტული პლატფორმა.
  • Webbix – e-commerce ვებ.გვერდების შემქმნელი პლატფორმა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის.
  • Weeba – ციფრული პლატფორმა, რომელიც სოფლის მეურნეობის მცირე მეწარმეებს აკავშირებს პოტენციურ ინვესტორებთან და ეხმარება მათ ფინანსური სახსრების მოძიებაში.
  • პერსონაჟი – ვებ.პლატფორმა აერთიანებს ბაზარზე არსებულ საბავშვო ლიტერატურას და მშობლებს მათი შვილების ასაკსა და ინტერესებზე მორგებულ, პერსონალიზებულ საბავშვო წიგნების პაკეტებს სთავაზობს.

პრეაქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (ფიზიკური და ონლაინ შეხვედრები), გაგრძელდება 12 კვირას (ოქტომბერი – დეკემბერი 2022) და შედგება 7 ძირითადი კომპონენტისგან:

  1. 3 ინტენსიური ბუტკემპი (2 ქალაქგარეთ, 1 თბილისში);
  2. შეხვედრები ინდივიდუალურ მენტორთან (კვირაში 1 დღე, 1 საათი);
  3. ინდივიდუალური ონლაინ მენტორინგი სფეროს ექსპერტებთან;
  4. ნეთვორქინგი – P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, მოწვეული სპიკერები, Stand-up-ები;
  5. სპეციალური შეთავაზებები სტარტაპებს
  6. იმფაქთ ჰაბის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა (მოთხოვნის შესაბამისად);
  7. დემო დღე – მონაწილე სტარტაპები წარდგებიან ინვესტორების წინაშე, სადაც საშუალება ექნებათ მოიპოვონ ინვესტიცია სტარტაპის განვითარების და გაფართოების მიზნით.

წელს პირველად, დემო დღეზე გასულ სტარტაპებს, ექნებათ შესაძლებლობა პროგრამის პარტნიორი Cartooli-სგან მიიღონ საწყისი კაპიტალი (pre-seed); გარდა ამისა, ტექნოლოგიური პროდუქტის განსავითარებლად, ყველა მონაწილე სტარტაპი ისარგებლებს AWS Activate-სა და DigitalOcean Hatch-ის ქლაუდ კრედიტებით (უფასო ღრუბლოვანი მომსახურება) და ექნებათ წვდომა ტრენინგებსა და პრიორიტეტულ მხარდაჭერაზე; სტარტაპებს საშუალება ექნებათ ჩანიშნონ პირისპირ შეხვედრები თემატურ მენტორებთან, ინდუსტრიის ექსპერტებთან და წარმატებული სტარტაპების დამფუძნებლებთან.

 პრე-აქსელერატორში მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას რამდენიმე მიმართულებით: პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია, მომხმარებლის სეგმენტაცია, ფასეული შეთავაზება, მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვები, Growth Marketing, MVP – ტექნიკური პროდუქტის შექმნა, ბიზნესმოდელი და ფინანსები, Pitch Deck, დაფინანსების წყაროების მოძიება.

პროგრამის დასრულების შემდეგ სტარტაპებს მზად ექნებათ: ბიზნესგეგმა, ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, პროდუქტის პროტოტიპი ან მისი შესრულების ტექნიკური გეგმა, Pitch Deck, საინვესტიციო წინადადება დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად.

სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს.

მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ აქ: https://preacceleration.com

სტარტაპ პრეაქსელერატორის მხარდამჭერები: Entreprenership Academy, თიბისის პროგრამა სტარტაპერი, ისრაელის საელჩო საქართველოში, USAID Agriculture Program, AWS Activate, DigitalOcean Hatch, აჭარა ჯგუფი.