ვის ეკუთვნის კომპანია, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანს და „ვარკეთილის” მეტროს ჩამონგრეულ სადგურს ექსპერტიზა ჩაუტარა

0
224

ვაკის პარკის შადრევანსა და 2018 წლის იანვარში “ვარკეთილის” ჩამონგრეულ მეტროს სადგურს ექსპერტიზა ერთმა კომპანიამ, შპს “სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ” ჩაუტარა.

შპს-ს წილის 100%-ს ერთი ადამიანი, ზურაბ ამირანაშვილი ფლობს.

ირკვევა, რომ გრინსერვის+ის“ კონტრაქტორი შპს „სამშენებლო ექსპერტიზის ბიურო“ შავ სიაში 2022 წლის აპრილიდან არის შეყვანილი.

გარდა აქვე კონტრაქტორობისა, კომპანიას მოგებული აქვს სახელმწიფო ტენდერებიც. ტენდერების მონიტორის ცნობით, ,,სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ” 970 800 ლარის 5 ტენდერში გაიმარჯვა. მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება 438 354 ლარს შეადგენს. პირდაპირი შესყიდვის წესით კი 3 337 ლარის ხელშეკრულება დადო.

შეგახსენებთ, 12 ოქტომბერს თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასრულდა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია.

13 ოქტომბერს კი ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებს ბურთი ჩაუვარდათ, ბურთის ამოღებისას კი დენმა დაარტყათ. დენის დარტყმის შედეგად 13 წლის გოგონა დაიღუპა. 2 მოზარდი საავადმყოფოდან რამდენიმე დღიანი რეაბილიტაციის შემდეგ გაწერეს.

რაც შეეხება მეტროსადგურს, ვარკეთილის მეტროს განახლებული ჭერი გარემონტებიდან რამდენიმე თვეში ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად მძიმე დაზიანება არცერთ მოქალაქეს არ მიუღია, დაშავდა მხოლოდ 3 ადამიანი და ისინიც მხოლოდ მსუბუქად. მეტროსადგურში სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.

წყარო: BPN.GE