დავით ნარმანია: სვანეთში კრიპტო მაინინგი კვლავ გამოწვევაა

0
160

სემეკ-ის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ კრიპტოვალუტების მაინინგისთვის ელექტროენერგიის უკონტროლო გამოყენება კვლავ გამოწვევად რჩება.

როგორც ნარმანია “ბიზნეს ფორმულასთან” განმარტავს, კრიპტოვალუტის მოპოვების მხრივ განსაკუთრებული პრობლემა, ოკუპირებული აფხაზეთის შემდეგ, სვანეთშია.

“მაინინგი კვლავ ენერგიის მოხმარების ერთ-ერთ წყაროდ რჩება. აფხაზეთში, რა თქმა უნდა, უკონტროლოა მოხმარება. რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს, აქ აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული საკითხები მეტნაკლებად მოწესრიგებულია, თუმცა სვანეთში კრიპტოვალუტის მოპოვება და შესაბამისი აღრიცხვიანობა, კვლავ პრობლემაა”,- ამბობს დავით ნარმანიამ.

“ბიზნეს ფორმულას” კითხვაზე, რატომ ვერ ხერხდება საკითხის გადაჭრა, სემეკ-ის თავმჯდომარე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას აკისრებს.

აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს აცხადებდა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში უკანონო მაინინგი სერიოზულ პრობლემას ქმნის და აუცილებელია, სამართალდამცავებს შესაბამისი რეაგირება ჰქონდეთ.

წყარო: “ბიზნეს ფორმულა”