„გარიგება აშკარად გაუმჭვირვალე იყო“ – რუსეთში ალასკას „დაბრუნება“ სურთ

0
424

პარტია „რუსეთის კომუნისტები“ ალასკის „გადაცემას“ შეერთებული შტატებისთვის გეოპოლიტიკურ შეცდომად მიიჩნევს და მისი „დაბრუნების“ მოუწოდებით გამოდის.

ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, სერგეი მალინკოვიჩმა განაცხადა, წერს რუსული მედია.

„ალასკას ამერიკელებისთვის გადაცემა მეფის ხელისუფლების ერთ-ერთი უდიდესი გეოპოლიტიკური შეცდომაა. გარიგება აშკარად არაგამჭვირვალე იყო, ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ და სამეფო ადმინისტრაციის გავლენის აგენტების მონაწილეობით…

თუმცა, მსოფლიო ისტორიაში იყო პრეცედენტები, როდესაც ტერიტორია უკან დაბრუნდა და ჩვენ, რუსეთი, უნდა დავეყრდნოთ მათ“, – განაცხადა მან.

პოლიტიკოსმა მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, დაიწყონ მუშაობა 155 წლის წინ შეერთებულ შტატებისთვის მიცემული ტერიტორიების დაბრუნებაზე.

ალასკა (ინგლ. Alaska) — შტატი აშშ-ში, მდებარეობს წყნარი ოკეანის რეგიონში. სახელი ინუიტების ენაზე „კონტინენტს“ ნიშნავს. 1741– აღმოაჩინა კაპიტანმა ვიტუს ბერინგმა. 1744 – რუსეთის კოლონია გახდა. 1845 – 1838 ათასი მოსახლე იყო, მათ შორის 640 რუსი1867 – იყიდა აშშ-მ 7,2 მლნ დოლარად. 1884 – ოლქი. 1912 – ტერიტორია. 1959 – აშშ-ს შტატი.[7]

  • ფართობი – 1,717,856 კმ.კვ. აქ მდებარეობს ამერიკის უმაღლესი მწვერვალი მაკ-კინლი (6190 მ).
  • ქალაქის მოსახლეობა – 64,5 %.
  • ქალაქები – ჯუნო (დედაქალაქი) 32 ათასი, ანკორიჯი, 292 ათასი, ფერბენკსი, 31 ათასი.

ეკა უკლება