140 000 ადამიანი აქციაზე – პარიზში ინფლაცია და კლიმატური ცვლილებები გააპროტესტეს

0
118

როგორც გამოცემა Al Jazeera წერს, საფრანგეთის დედაქალაქში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.

მოქალაქეებმა ინფლაცია და კლიმატური ცვლილებები გააპროტესტეს.

მედიის ინფორმაციით, აქციის გამართვისკენ მოქალაქეებს მემარცხენე პოლიტიკურმა ოპოზიციამ მოუწოდა. შეკრებილები ორივე პრობლემის მიზეზად მთავრობის უმოქმედობას მიიჩნევენ.

ორგანიზატორების თქმით, გამართულ აქციას 140 000 ადამიანი დაესწრო. მანამდე, პოლიცია ვარაუდობდა, რომ დაახლოებით 30 000 ადამიანი შეიკრიბებოდა.