132%-იანი ზრდა – რომელი ქვეყნის ვიზიტორებისგან მიიღო საქართველომ ყველაზე მეტი შემოსავალი სექტემბერში

0
173

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სექტემბრის თვის ტურიზმის ანგარიშის მიხედვით, სექტემბრის თვეში საერთაშოროსო ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავალი საქართველოში 132%-ით გაიზარდა და 376 მილიონი დოლარი შეადგინა.

მათივე მონაცემებით, სექტემბერში საქართველომ ყველაზე მეტი თანხა, 96 მილიონი დოლარი რუსი მოგზაურებისგან მიიღო.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებიდან მიღებულ შემოსავლებს, ევროკავშირის ქვეყნების მოგზაურებმა 45 მილიონი დახარჯეს, თურქეთის მოქალაქეებმა 36 მილიონი, უკრაინის 32 მილიონი, 32 მილიონი დახარჯეს სექტემბერში საქართველოში ისრაელის მოქალაქეებმაც, ბელარუსი 21 მილიონი დოლარი.

მთლიანობაში წლის პირველ 9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 2.5 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 190%-ით მეტია.