მსოფლიოს 10 ქალაქი, სადაც იპოთეკური სესხები ყველაზე ძვირი/იაფია – რომელ ადგილზეა რეიტინგში თბილისი

0
202

მსოფლიოს მასშტაბით, იპოთეკური სესხი ყველაზე ძვირი ბუენოს აირესში, არგენტინაშია, ყველაზე იაფი ტოკიოში, იაპონიაში. ამის შესახებ NUMBEO-ს მონაცემებში ვკითხულობთ. რეიტინგის მიხედვით, თბილისი მსოფლიოს 467 ქალაქს შორის 42-ე ადგილს იკავებს და საშუალო საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზე 12,37%-ია.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგი შედგენილია კლებადობის მიხედვით, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თბილისში იპოთეკური სესხები მსოფლიოს ბევრ ქალაქთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე ძვირია. ძვირია მათ შორის მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებთან შედარებით.

გამონაკლისია მხოლოდ ანკარა, რომელიც რეიტინგში მე-10 ადგილზეა, სესხებზე საპროცენტო განაკვეთი კი 19,78%-ს შეადგენს. რაც შეეხება ბაქოს, ის 83-ე ადგილზეა, ბაქოში იპოთეკური სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 9,84%-ს შეადგენს. ერევანში რეიტინგი 50-ე პოზიციაზეა, საშუალო საპროცენტო განაკვეთი კი 11,94%-ია. მოსკოვი რეიტინგში 74-ე ადგილზეა, იპოთეკურ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი კი 10,35%-ია.

Top-10 ქალაქი, სადაც იპოთეკური სესხები ყველაზე იაფია:

  • ტოკიო, იაპონია – 1,13%
  • ნიცა, საფრანგეთი – 1,17%
  • ტულუზა, საფრანგეთი – 1,17%
  • ტამპერე, ფინეთი – 1,19%
  • ჰაიდელბერგი, გერმანია – 1,19%
  • ესპოო, ფინეთი – 1,19%
  • ჰელსინკი, ფინეთი – 1,24%
  • ჟენევა, შვეიცარია – 1,27%
  • ციურიხი, შვეიცარია – 1,42%
  • კალსრუე, გერმანია – 1,45%

Top-10 ქალაქი, სადაც იპოთეკური სესხები ყველაზე ძვირია:

  • ბუენოს აირესი, არგენტინა – 44,23%
  • კარაკასი, ვენესუელა – 27%
  • აკრა, განა – 25,50%
  • სტამბოლი, თურქეთი – 23,64%
  • ისფაჰანი, ირანი – 21,34%
  • იზმირი, თურქეთი – 20,70%
  • ტაშკენტი, უზბეკეთი – 20,62%
  • ანტალია, თურქეთი – 20%
  • თეირანი, ირანი – 19,97%
  • ანკარა, თურქეთი – 19,78%

წყარო: BPN.GE