მოლდოვამ შესაძლოა რუსეთს ცა დაუხუროს

0
95

მოლდოვამ შესაძლოა რუსეთს ცა დაუხუროს, თუ რუსეთი მის საჰაერო სივრცეს დაარღვევს. ამის შესახებ რესპუბლიკის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, წერს რუსული მედია.

„თუ რუსეთი როგორმე გაბედავს ამ გზით სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, ბუნებრივია, ჩვენ მივიღებთ დამცავ ზომებს“, – განაცხადა მან.

ამასთან, მოლდოვის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ ამის საჭიროება არ იქნება.

შეგახსენებთ, 10 ოქტომბერს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთი დაადანაშაულა ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევაში, შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემებიდან უკრაინის მიმართულებით გასროლილი სამი რაკეტით.

ეკა უკლება