თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი ავიაკომპანია და ავიამიმართულება დაემატა

0
327

კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში – Air Moldova-მ თბილისი-კიშინეუს მიმართულებით ფრენები დაიწყო.

როგორც Tav Georgia-ს ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ, კიშინეუ-თბილისის პირველი რეისით, რომელიც ავიაკომპანიამ დღეს შეასრულა, 140 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო, თბილისიდან კიშინეუში – 133 ადამიანი გაემგზავრა.

აღსანიშნავია, რომ ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათს და პარასკევს, Airbus 319 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

ნოემბრიდან, ზამთრის სეზონზე, ავიაკომპანია ფრენების ყოველკვირეული სიხშირის ოთხამდე გაზრდას გეგმავს.