ჩინეთი ტაივანის ძალით აღებით იმუქრება, თუ საკითხში სხვა ქვეყნები ჩაერევა

0
172

ჩინეთს ძალის გამოყენება შეუძლია ტაივანის საკითხის გადასაწყვეტად, მაგრამ მხოლოდ კუნძულის დამოუკიდებლობის მომხრეების წინააღმდეგ და გარე ჩარევის შემთხვევაში.

ამის შესახებ განაცხადა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 კონგრესის წარმომადგენელმა განაცხადა. პრესაში მისი ვინაობა არ კონკრეტდება.

მან ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებს ძალას ტაივანის ხალხის წინააღმდეგ, რადგან პეკინი ატარებს კუნძულთან გაერთიანების მშვიდობიანი პოლიტიკის იდეას.

„ჩვენ არ გპირდებით, რომ უარს ვიტყვით ძალის გამოყენებაზე და ვიტოვებთ შესაძლებლობას მივიღოთ ყველა საჭირო ზომა გარე ძალების ჩარევისა და ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრე სეპარატისტული ძალების ძალიან მცირე რაოდენობის და მათი სეპარატისტული მოქმედებების წინააღმდეგ“, – თქვა სპიკერმა.

ეკა უკლება