სკანდალების შემდეგ, Credit Suisse-ი კაპიტალის პოტენციური გაზრდის თაობაზე მოლაპარაკებებს უამრავ ბანკთან აწარმოებს

0
150

Credit Suisse Group AG (CSGN.S) აწარმოებს მოლაპარაკებებს უამრავ ბანკთან კაპიტალის პოტენციური გაზრდის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ მას მსგავსი რამ დასჭირდება, იტყობინება პარასკევს Bloomberg Law ამ საკითხთან დაკავშირებით მცოდნე პირებზე დაყრდნობით.

შვეიცარიული ბანკი ამჯობინებს თავიდან აიცილოს ახალი აქციების გაყიდვა ამჟამინდელ დეპრესიულ დონეზე, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში საამისოდ ემზადება, ნათქვამია მოხსენებაში.

Credit Suisse-ში კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.

ციურიხში მდებარე Credit Suisse-ის თავმჯდომარემ, აქსელ ლემანმა პარასკევს პირობა დადო, რომ მოახდენს ბანკის რეფორმას „საშინელი“ 2021 წლის შემდეგ, რომელშიც მან მილიარდობით დოლარი დაკარგა.

შვეიცარიის სიდიდით მეორე ბანკი ცდილობს გაჯანსაღებას სკანდალების სერიების შემდეგ, მათ შორის, 5 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგვის დასაკომპენსირებლად საინვესტიციო ფირმა Archegos-ის შარშან დაშლის შედეგად, როდესაც მას ასევე მოუწია კლიენტის სახსრების შეჩერება, რომელიც დაკავშირებულია ფინანსისტ Greensill Capital-თან.

Reuters-მა გასულ თვეში გაავრცელა ინფორმაცია, რომ Credit Suisse-ი ინვესტორებს ახალი ნაღდი ფულისთვის ეძებდა.

ზოგიერთი ანალიტიკოსის თქმით, უახლოეს წლებში ბანკს შეიძლება დარჩეს 9 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის (8,96 მილიარდი დოლარი) კაპიტალის დეფიციტი.

Credit Suisse-ის დაგეგმილი სტრატეგიული მიმოხილვის დეტალების გამოქვეყნება მესამე კვარტლის შედეგებთან ერთად 27 ოქტომბერს იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი სკანდალი, რაც შვეიცარიულ ბანკთანაა დაკავშირებული, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვლითანაა დაკავშირებული.

სანდრო პირველი