გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ორი ტერმინალის გახსნა 2022 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი

0
145

გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ორი ტერმინალის გახსნა 2022 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა ბეატე ბარონმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მუშაობა მიმდინარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 5 მცურავ ტერმინალზე, რომლებსაც “დიდი ალბათობით” 1 კერძო პროექტიც დაემატება.

„პირველი ორი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მცურავი ტერმინალის ამუშავება – ვილჰელმსჰაფენდა და ბრუნსბიუტელში – დაგეგმილია 2022-ის დასასრულს, 2023-ის დასაწყისში“, – განაცხადა ბარონმა.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. სამინისტროს ცნობით, ხუთივე ტერმინალი ექსპლუატაციაში შევა არაუგვიანეს 2023/2024 წლების ზამთრისა.

ipn.ge