IKEA-მ რუსეთში 10 ათასი თანამშრომელი გაათავისუფლა

0
156

ავეჯის შვედურმა გიგანტმა IKEA-მ გამოაცხადა დაახლოებით 10 ათასი რუსი თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ.

მთლიანობაში, კომპანიაში 12 000 ადამიანი მუშაობდა, თქვა ჯესპერ ბროდინმა, Ingka Group-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც მართავს IKEA-ს მაღაზიებს, იტყობინება AFP.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, IKEA-მ ქვეყანაში 17 მაღაზია დახურა და ადგილობრივ ქარხნებში წარმოება შეწყვიტა.

კომპანიამ ეს გადაწყვეტილება ახსნა, როგორც “სერიოზული შეფერხებები მიწოდების ჯაჭვებში”.

ამასთან, ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ თანამშრომლები გააგრძელებენ საწყობებში მუშაობას და ხელფასების მიღებას.

გიორგი არაბული