რა მოცულობის გაზის გატანა შეუძლია რუსეთს ევროპაში თურქეთის გავლით

0
185

თურქეთის გავლით ევროპაში დაახლოებით 63 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზი შეიძლება შევიდეს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა რუსული ენერგეტიკის კვირის ფორუმის ფარგლებში განაცხადა, წერს რუსული მედია.

მისი თქმით, ახლა რუსულ-თურქული პროექტებიდან  ფუნქციონირებს „ლურჯი ნაკადი“ და „თურქული ნაკადის“ ორი ხაზი, რომელთაგან ერთი გამიზნულია სხვა ქვეყნებში ექსპორტისთვის.

ალექსანდრე ნოვაკმა გაიხსენა, რომ ერთ დროს, როდესაც სამხრეთის ნაკადი იგეგმებოდა (არარეალიზებული პროექტი), უნდა ყოფილიყო ოთხი ხაზი, რომელთა საერთო სიმძლავრე დაახლოებით 63 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იყო.

„ეს არის პოტენციალი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას შავი ზღვის გავლით, თურქეთის რესპუბლიკის გავლით ევროპელი მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდებისთვის, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი გაზსადენების საიმედო და უსაფრთხო ოპერირება.

თუ არის ასეთი საჭიროება, ყველა მხარე დაინტერესებულია, მაშინ ვფიქრობ, ასეთი პროექტი შეიძლება განიხილებოდეს“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მან განმარტა, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული გაზზე მაღალი ფასებით, რადგან ამ შემთხვევაში ალტერნატიული, განახლებადი ენერგიის წყაროები უფრო სწრაფი ტემპით ინერგება.

სანდრო პირველი