ირანს რუსული გაზის გაყიდვა სპარსეთის ყურის ქვეყნებში სურს

0
549

„ირანი მზად არის რუსული ბუნებრივი აირის სვოპ მიწოდებისთვის (არაპირდაპირი მიწოდებისთვის). თეირანს შეუძლია ის მიჰყიდოს სპარსეთის ყურის ქვეყნებს“, – განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრის მოადგილემ აჰმად ასადზადემ, წერს უცხოური მედია.

„ჩვენ ასი პროცენტით მზად ვართ. ჩვენი ინფრასტრუქტურა მზად არის. ჩვენ ჩავატარეთ ყველა საჭირო სამუშაო… ბურთი რუსეთის მხარესაა“, – განაცხადა მან.

ახლა თეირანი ელოდება რუსეთის შეთანხმებას თურქმენეთთან, რომლის ტერიტორიის გავლითაც მოხდება მიწოდება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ირანი გაზის მიღებას წლის ბოლომდე შეძლებს.

ირანში ტრანსპორტირების შემდეგ რუსული გაზი შეიძლება გაიყიდოს სპარსეთის ყურის ქვეყნებში ან სხვა დაინტერესებულ ქვეყნებში.

სანდრო პირველი