იანვარ-სექტემბერში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის 347 269 ცალი აბონემენტი გაიყიდა

0
188

თბილისის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრამდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის 347 269 ცალი აბონემენტი გაიყიდა, მიღებულმა თანხამ კი 15 474 403 ლარი შეადგინა.

კერძოდ „ინტერპრესნიუსის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, მოქალაქეებმა ყველაზე დიდი რაოდენობით (198 678) 1-თვიანი აბონემენტები შეიძინეს, რომლის ღირებულებაც 40 ლარს შეადგენს, მიღებულმა თანხამ კი 8 მილიონ ლარამდე შეადგინა.

გაყიდვების რაოდენობით მეორე ადგილზეა 1-დღიანი აბონემენტი, რომლის ღირებულებაც 3 ლარია. აღნიშნულ პერიოდში მგზავრებმა 100 000 – მდე აბონემენტი შეიძინეს, მიღებულმა თანხამ 299 643 შეადგინა.

ყველაზე ნაკლებად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრები 1-კვირიან, 20 ლარის ღირებულების აბონემენტს ყიდულობენ. ჯამში, 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრამდე 7000 ცალი 1-კვირიანი აბონემენტი გაიყიდა.