ესპანეთმა უკრაინას საზენიტო-სარაკეტო სისტემა – Hawk გადასცა

0
205

ესპანეთმა უკრაინას 4 ერთეული საზენიტო-სარაკეტო სისტემა Hawk გადასცა.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა.

მან მადლობა გადაუხადა მადრიდს დახმარებისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესპანეთმა უკრაინის თხოვნას ძალიან სწრაფად უპასუხა. ახლა საჰაერო თავდაცვა გზაშია.

წყაროების მიხედვით, Hawk სისტემის სამიზნე დიაპაზონი 50 კმ-მდეა, სამიზნის სიმაღლე 20 კმ-მდე.

ეკა უკლება