ეროვნული ბანკი სისტემური ბანკების განსაზღვრისა და მათთვის სისტემურობის ბუფერის დაწესების თაობაზე ბრძანების პროექტს აქვეყნებს

0
153

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის მიმართულებით არსებული წესების ფორმალიზაციას და გასაჯაროებას, რაც ხელს უწყობს ბაზრის სტაბილურობას, სანდოობასა და გამჭვირვალობას, რომლის ფარგლებშიც ეროვნულმა ბანკმა სისტემურობის ბუფერთან დაკავშირებით შეიმუშავა ბრძანების პროექტი და საჯარო კონსულტაციისთვის მას დაინტერესებულ საზოგადოებას წარუდგენს.

სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტი შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და ქვეყნისთვის სპეციფიური ფაქტორების გათვალისწინებით.

„ბრძანების მიზანია სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკებისა და მათთვის სისტემურობის ბუფერის განსაზღვრისას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული განახლებული მიდგომების მეტი გამჭვირვალობა, სისტემური მნიშვნელობის ბუფერების აღნიშნული მიდგომების მიხედვით განახლება და დაწესება.

ეროვნული ბანკი ელის დაინტერესებული მხარეებისგან კომენტარებს და შენიშვნებს 2022 წლის 1 ნოემბრამდე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected]. ბრძანების პროექტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.