ერდოღანმა რუსეთთან ერთობლივი გაზის ჰაბის შესაქმნელი ადგილი შეარჩია

0
219

“რუსეთთან ერთობლივი გაზის ჰაბისთვის ყველაზე მოსახერხებელი ადგილი, რომლის შექმნაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შემოგთავაზა, არის ტრაკიას რეგიონი ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, წერს სააგენტო Anadolu.

„გაზის ჰაბისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი დადგინდება. თურქეთს უკვე აქვს გაზის ჰაბი, რომელიც მუშაობს შიდა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ახალი ცენტრი მიმართული იქნება საერთაშორისო მიწოდებაზე.

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და რუსეთის დეპარტამენტები ერთობლივად იმუშავებენ და შედეგებს წარმოგვიდგენენ, რის შემდეგაც კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. ჩვენ არ ვგეგმავთ შეფერხებებს“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და რუსეთის მხრიდან შესაბამის დეპარტამენტებს დაევალათ ამ მიმართულებით ერთობლივი ნაბიჯების შემუშავება.

გიორგი არაბული