რუსეთში ლგბტ პროპაგანდისთვის, შესაძლოა, პატიმრობით დასჯა განისაზღვროს

0
108

რუსული მედია სახელმწიფო სათათბიროს საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელ ალექსანდრე ხინშტეინზე (ერთიანი რუსეთი) დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის მთავრობამ დადებითი პასუხი გასცა ლგბტ პროპაგანდის დასჯის შესახებ კანონპროექტზე.

„ახლა უკვე ოფიციალურად: მთავრობისგან დადებითი პასუხი მივიღე ლგბტ პროპაგანდაზე პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტზე. ყველა შენიშვნა [კანონპროექტზე] უკვე დამუშავებულია, ”- აღნიშნა ხინშტეინმა ტელეგრამის არხში.

ინიციატივები 17 ოქტომბერს სახელმწიფო სათათბიროში საპარლამენტო მოსმენებზე განიხილება.

ეკა უკლება