პუტინი: თურქეთის ტერიტორია შეიძლება გახდეს ევროპისკენ გაზის ტრანსპორტირების მთავარი მარშრუტი

0
211

რუსეთი მზად არის მიაწოდოს ევროპას ენერგორესურსები თურქეთის გავლით, მათ შორის ჩრდილოეთის ნაკადიდან დაკარგული გაზის ტრანზიტის მოცულობების გადამისამართების შესაძლებლობით.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს რუსეთის ენერგეტიკის კვირის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პუტინმა ასევე შესთავაზა თურქეთში ევროპის უმსხვილესი გაზის ჰაბის შექმნა.

საერთაშორისო ფორუმს „რუსული ენერგეტიკის კვირეული“, რომელსაც 70 ქვეყნიდან 3000-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ფატიჰ დონმეზი, ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრი ბოლატ აკჩულაკოვი.

გიორგი არაბული